sheri

შერი - სკანდალების მოყვარული მომღერალი!


უამრავი ოსკარისა და გრემის მფლობელი, სომხური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი შერი, უკვე 40 წელია სცენაზე დგას. გასული საუკუნის 70-იან წლებიდან მოყოლებული, ცნობილი ქალბატონი საზოგადოებას არა მარტო თავისი სემოქმედებით, არამედ სკანდალური პირადი ცხოვრებითაც აკვირვებს.
შერელინ სარქისიანი, იგივე შერი 1946წელს 20 მაისს, ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესში, უღარიბეს ოჯახში დაიბადა. მამამისი ჯონ სარქისიანი, სომეხი ლტოლვილი, ფერმაში მძღოლად მუშაობდა. დედა ჯინ ქროუჩი, გერმანულ-ირლანდიული წარმოშობის, არშემდგარი მსახიობი და მოდელი გახლდათ. სარქისიანების ოჯახში ორი გოგონა იზრდებოდა. ოჯახს მცირე შემოსავალი არ ჰყოფნიდა და ამის გამო ცოლ-ქმარს ჩხუბი ხშირად მოსდიოდათ. ბოლოს საქმე გაყრამდეც მივიდა, შვილებზე ზრუნვა დედამ იკისრა. ფინანსური პრობლემების გამო ქალიშვილებს ხშირად დედა თვეებითაც ტოვებდა უპატრონოთა თავშესაფარში. ქალბატონი ჯინი სხვადასხვა თეატრში გამოდიოდა, შვილებს დიდი სურვილი ჰქონდათ დედა სცენაზე ენახათ. შერის ბავშვობის ოცნება სწორედ მსახიობობა გახლდათ. გოგონა პოპულარობაზე ოცნებობდა და სჯეროდა, რომ ოცნება აუცილებლად აუსრულდებოდა, დედა კი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო.
მალე ჯონ ქროუჩი მეორედ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული მდიდარი ბანკირი, გილბერტ ლაპიერი გახლდათ, რომელმაც ქალის ორი მცირეწლოვანი გოგონა იშვილა.
უკვე მოზრდილი შერილინი დედას თეატრში ხშირად დაჰყავდა და მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა. 16 წლის ასაკში გოგონას მხედველობის პრობლემა გაუჩნდა, თითქმის ვერარ კითხულობდა. ამის გამო სკოლის მიტოვება მოუხდა, რაც დიდი სიხარულით გააკეთა. შერიმ მუშაობა სხვადასხვა კლუბებში მოცეკვავედ დაიწყო. იქიდან მოყოლებული იგი დამოუკიდებლად ცხოვრობდა. სახლიდან წამოსული გოგონა მეგობარ ბიჭთან, მსახიობ ვარენ ბეტისთან გადავიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ გულგრილად ჩაცმულ შერის თაყვანისმცემლები არასოდეს აკლდა.
1962 წელს 16 წლის შერიმ ყავის სახლში ჰოლივუდელი პროდიუსერი, სონი ბონო გაიცნო. ისინი დამეგობრდნენ, საბოლოოდ კი გრძნობა სიყვარულში გადაიძარდა. 1963წელს, მექსიკაში ყოფნისას, ოფიციალურად დაინიშნნენ, 1969 წელს კი ლოს ანჯელესში იქორწინეს. ამ პერიოდში კი შერიმ ყველასთვის მოულოდნელად, სიმღერა დაიწყო. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ წყვილს გოგონა - ჩასტიტი სან ბონო შეეძინა. იმავე წელს ბონომ შერის მონაწილეობით ფილმი გადაიღო, რომელიც ტელეეკრანებზე არ გაუშვეს. მშობიარობის შემდეგ შერიმ თავისი პირველი სიმღერა "დინგო, მე შენ მიყვარხარ" გამოუშვა, ფსევდონიმით-ბონი ჯო მეისონი. სიმღერა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მომღერალს უკან ერთი წამითაც არ დაუხევია და მეორე სიმღერა "ბავშვის ოცნება" ჩაწერა, ამჟამად უკვე შერილინის სახელით.
სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც მის ქმარს ეკუთვნოდა. 1970 წელს ცოლ-ქმარი მსმენელის წინაშე ცნობილი დუეტით "კეისარი და კლეოპატრა" წარსდგნენ. ცოტა ხანში იმავე სახელწოდების ალბომიც გამოუშვეს, რომელში შესული სიმღერა "შემოგვხედეთ" მსოფლიო ჰიტად იქცა.
უცაბედი პოპულარობის წყალობით, ცოლ-ქმარს უამრავი მიწვევა ჰქონდათ კონცერტებსა თუ შოუებზე. დამწყები მომღერლისათვის ეს დიდი წარმატების მიმანიშნებელი იყო. შერიმ ჩაცმულობის სტილიც შეიცვალა-ბრჭყვიალა, მოშიშვლებული კოსტუმებით მაყურებლისათვის უფრო თვალშისაცემი გახდა. 1970 წლის ბოლოს სოლო ალბომი გამოუშვა - "მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებ", რომელშიც ბობ დილანის ცნობილი სიმღერა შევიდა. მომდევნო წელს მეორე ალბომიც ჩაწერა სახელწოდებით - "ბონოს როლი შერის ცხოვრებაში" - ეს პირველზე გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა.
25 წლის ასაკში სერიმ მკაცრად გადაწყვიტა სოლო კარიერის გაგრძელება, ჰიტი"შავგვრემანი ქალბატონი" და ალბომი "საუკეთესო ჰიტები" 1974 წელს გამოვიდა. ამ პერიოდში მომღერალს ქმართან ურთიერთობა დაეძაბა და გაშორება გადაწყვიტა. მართლაც, 1975 წელს წყვილი ოფიციალურად გაიყარა. ცნობილია, რომ შერის სხეულზე უამრავი ტატუ აქვს. იმ პერიოდში კი ეს ჰოლივუდშიც კი იშვიათობას წარმოადგენდა.
გაყრიდან სამ დღეში როკმენ გრეგ ალმანიზე იქონწინა, მომდევნო წლის 10 ივლისს კი მისგან ვაჟი - ელიჯაჰ ბლუ ალმანი შეეძინა. შერის დაჟინებული თხოვნით, წყვილმა ერთობლივი მუშაობის შემდეგ გამოუშვა ალბომი "ორი გრძელი გზა". გრეგის განმარტებით, შერისთან ცხოვრება ნამდვილად ძნელად გასასვლელი გზა იყო. მომღერალს ამჯერადაც პრობლემები შეექმნა ქმართან და 1977 წელს მასაც გაშორდა.
მსოფლიოში პოპულარული ქალბატონი თავის რომანებს არასოდეს მალავდა. ქმრის კლანჭებიდან გათავისუფლებულმა შერიმ უამრავი საყვარელი გამოიცვალა, რომელთა შორის "ქისის" ბასგიტარისტი გენ სიმონიც იყო.
პირადი ცხოვრების მოწყობით დაკავებულმა შერიმ 1975-78 წლებში რამოდენიმე წარუმატებელი ალბომები გამოუშვა. მათ შორის იყო " ვარსკვლავები", და "მე მჯერა შენი".
1979 წელს მომღერალმა სახელი ოფიციალურად გადაიკეთა შერით. იმავე წელს ყოფილ ქმარ სონი ბონისთან გამოჩნდა მაიკლ დუგლასის შოუში და შეასრულა სიმღერა "შენს გარეშე".
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისშიასერიმ ურთიერთობა გააბა გიტარისტ ლეს დუდეკთან, რომელიც მალევე შეცვალა 22 წლის რობ კამოლეტით. პარალელურად ხვდებოდა ბონ ჯოვის გიტარისტ, რიჩი სიმბორას.1980 წელს მომღერალმა ჩამოაყალიბა ჯგუფი "ბლექ როუზი" მაგრამ ალბომის გამოშვებაც კი ვერ მოასწრეს ისე მალე დაიშალნენ.
1982 წელს შერიმ მსახიობობა გადაწყვიტა, რაც მისი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო. 36 წლისამ მონაწილეობა მიიღო რობერტ ალტმანის ფილმში "დაბრუნება", მომდევნო ფილმი კი "აბრეშუმის გზა" აღმოჩნდა, სადაც ლესბოსელის როლს ასრულებდა. პირველი გრემი, როგორც მსახიობმა, სწორედ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მიიღო. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ მომღერალი მუსიკალურ კარიერას ახალი ალბომით, სახელწოდებით "შერი" დაუბრუნდა. მისი 6 მილიონიანი ეგზემპლარი ფანებმა ერთ კვირაში დაიტაცეს.
1989 წელს გამოშვებული ალბომი "ქვის გული" დღემდე საუკეთესოა შერის შემოქმედებაში. მასში შესულ მსოფლიო ჰიტად წოდებულ სიმღერაზე "თუ შევძლებდი დროის უკან დაბრუნებას" კლიპიც გადაიღო. 1992 წელს შერი ფილმ "მლოცველში" გადაიღეს.

1988 წელს, როცა მომღერალი გასტროლებზე იმყოფებოდა, ქალიშვილმა ჩასტიტიმ, ყოფილი ქმრის, სონი ბონოს სიკვდილი ამცნო. სონი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - თხილამურებზე სრიალის დროს ცუდად წაიქცა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. ამ ფაქტით დამწუხრებულმა შერიმ განაცხადა "ის გახლდათ ყველაზე დაუვიწყარი პიროვნება, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ". იმავე წელს გამოუშვა როგოთ 23 ალბომი, რომელიც ბონოს ხსოვნას მიუძღვნა.
ცნობილი ფაქტია, რომ შერის ფრენის ძალიან ეშინია და თუ საჭიროება არ მოითხოვს თვითმფრინავით არასოდეს მგზავრობს.

2008 წელს იანვარში შერიმ სკანდალური განცხადება გააკეთა. კერძოდ - აღიარა რომ რომანი ჰქონდა მომღერალ რიკი მარტინთან.
ამჟამად ცნობილი ქალბატონი სასიყვარულო ურთიერთობებისგან ისვენებს და როგორც ცნობილია იგი 900 მილიონი დოლარის მფლობელია.

სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი